კონფერენციის მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.

კონფერენციის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს, მასწავლებელთა ტრენერებს, მასწავლებლობის მაძიებელ ადამიანებს, კოლეჯის პედაგოგებს.

კონფერენციისთვის შესარჩევ ტურში მონაწილეობისთვის, მასწავლებელმა უნდა შექმნას (ინდივიდუალურად) სკოლაში განხორციელებული ან დაგეგმილი გაკვეთილის Office Mix-ში მომზადებული პრეზენტაცია ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

პროექტის პარტნიორები

  • მაიქროსოფთ საქართველო
  • ინტელი
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

 

ეტაპები და ვადები

I ეტაპი – კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებელმა უნდა გამოგზავნოს მის მიერ Office Mix-ში მომზადებული გაკვეთილი. ბოლო ვადა: 18 ივნისი

II ეტაპი – გამოგზავნილი რესურსების გადარჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და 10 პრეზენტატორის და 40 მონაწილის შერჩევა. გადარჩევის ბოლო ვადა: 22 ივნისი (შეტყობინებას მიიღებთ რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე).

III ეტაპი – კონფერენცია და დაჯილდოება: 24 ივნისი

კონფერენცია და დაჯილდოება

კონფერენციისთვის წარდგენილი რესურსების შეფასების შედეგად გამოვლინდება 10 მონაწილე, რომლებიც გააკეთებენ მოხსენებას თავისი რესურსის საკლასო გარემოში გამოყენების შესახებ, ხოლო მათ შორის 3 გამარჯვებული. გამარჯვებული რესურსების ავტორებს გადაეცემათ პრიზი Windows ტაბლეტი. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი: 10 მასწავლებელს Mix-ის შექმნისა და მოხსენების გაკეთებისთვის, 40 მასწავლებელს Mix-ის წარდგენისთვის. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის 9 და 10 ივნისს 18:00 სთ-ზე გაიმართება ინტერნეტ საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრაზე დასასწრებად Internet Explorer-ში გახსენით ეს ბმული: https://meet.lync.com/isischool/shotamur/G2YCD1IJ

ელექტრონული სასწავლო რესურსების წარდგენა

კონფერენციაში მონაწილეს მოეთხოვება შემდეგი აუცილებელი ნაბიჯების განხორციელება ამ თანმიმდევრობით:

  1. სასწავლო რესურსის მომზადება Office Mix-ში ქართულ ენაზე (იხ. გაკვეთილის მომზადების ინსტრუქცია);

a. Mix-ის გამოყენებისთვის აუცილებელია Office 2013 ან Office 2016. თუ თქვენს კომპიუტერზე ეს პროგრამა არ გაქვთ, მოგვწერეთ (project@teacher.ge) და ჩვენ შეგიქმნით დროებით ანგარიშებს პროგრამის დასაინსტალირებლად.

b. რესურსის მომზადებისთვის გამოიყენეთ ეს კრიტერიუმები.

  1. ჩასვით გამოქვეყნებული Mix-ის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში (იხ. სარეგისტრაციო ფორმა);

სასწავლო რესურსის რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2016 წლის 18 ივნისი 24.00 საათითბილისის დროით. რესურსის ავტორი კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ინდივიდუალურად. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ,  რომ სარეგისტრაციო ფორმა სრულად უნდა იყოს შევსებული. დაგვიანებით გამოგზავნილი რესურსები არ განიხილება.

საავტორო უფლებები

კონკურსის ფარგლებში გამოქვეყნებულ მასალაზე საავტორო უფლება სრულად ეკუთვნის მასალის ავტორს. დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, კონფერენციის ფარგლებში გამოქვეყნებული მასალის გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით.

საკონტაქტო ინფორმაცია

შეკითხვები გამოაგზავნეთ ელფოსტით ამ მისამართზე: project@teacher.ge

 

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრების ჩანაწერები

9 ივნისის ჩანაწერი

10 ივნისის ჩანაწერი